"ქართული ოცნება" რეგიონებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზენტაცია ახალციხეში. სადაც პრემიერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც იმყოფებოდა.
მან სიტყვით გამოსვლისას და მოსახლეობის მიმართვისას განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში იქნება გაკეთებული.
"ჩვენ გვჭირდება ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მერი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ცენტრალური ხელისუფლება. ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში იქნება გაკეთებული. 4 წლის თავზე ჩვენ შეგვეძლება დავდგეთ თქვენს წინაშე და ვიამაყოთ მიღწეული შედეგებით,"- განაცხადა კახა კუჭავამ.