16 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ვინ იბრძოლებს არჩევნების მოსაგებად სამცხე-ჯავახეთში "ოცნების" გუნდიდან - პრემიერმა მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წარადგინეს.

ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენში კანდიდატები ამ შემთხვევაშიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. პრეზენტაციებს მთავრობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა სამომავლო ნაბიჯების გარდა ოფიციალურ ღონისძიებებზე შეკრებილებს უკვე განხორციელებული პროექტები გააცნო. ისაუბრა გასულ წლებში მიღწეულ პროგრესზე, რომელიც მან წინამორბედების მმართველობის პერიოდსაც შეადარა.

დღესვე პრემიერ-მინისტრი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

რეგიონული გასვლის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშიც მივიდნენ.

მმართველი გუნდი სამცხე-ჯავახეთში კანდიდატების წარდგენას ხვალაც განაგრძობს. 


დღის ამბები