16 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
წარმოებიდან პოლიტიკაში - ზესტაფონის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" ვასილ გველესიანი იბრძვის

წარმოებიდან პოლიტიკაში - ზესტაფონის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" ვასილ გველესიანი იბრძვის. ამბობს, რომ კონსულტაციების შემდეგ 57 წლის ასაკში პირველად დათანხმდა საარჩევნო მარათონში ჩართვას და მცდელობას, რომ საჯარო თანამდებობა დაიკავოს.  

გამარჯვების შემთხვევაში მერობის კანდიდატს პრიორიტეტები განსაზღვრული აქვს. უპირველესი ამოცანა მოქალაქეთა კეთილდღეობა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაა. ვასილ გველესიანი მთავარ მეტოქედ არა რომელიმე კანდიდატს, არამედ ქალაქში არსებულ გამოწვევებს მიიჩნევს.

ვასილ გველესიანი ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგაც ქალაქზე ზრუნვას მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს, კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მხარდამჭერთა კლუბი, სადაც გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელებენ. პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიას ზესტაფონის მერობის კანდიდატი რეგულაციის დაცვით ატარებს. მან საკუთარი და მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად ვაქცინაცია საჯაროდ გაიკეთა და მოსახლეობასაც იგივეს ურჩევს. 

დღის ამბები