16 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების რიგები რეგიონებში რამდენიმე კანდიდატმა დატოვა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რამდენიმე პარტიიდან კანდიდატების გასვლის ტენდენცია გრძელდება.

დღეს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" შუახევში კიდევ ერთმა პირმა არჩილ გოგიტიძემ დატოვა.

ამავე პარტიის რიგები დატოვა ბოლნისში პროპორციული სიის წევრმა, ტალავერის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარმა კანდიდატმა აკიფ ორუჯევმა.

დღეს ასევე ხულოს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ბოლქვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა. 

"ევროპული საქართველოს" რიგებიდან კი კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გავიდა.
ნაფარეული-ლაფანყურის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მიჯახკაშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციიდან მოხსნის თხოვნით უკვე მიმართა.

დღის ამბები