ჯარის მისამართით მიხეილ სააკააშვილის მიმართვას თავდაცვის მინისტრი ეხმიანება. ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტის განცხადება მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციას და პოლიტიზირებას.
ამასთან, მან სიცრუე და აბსურდი უწოდა ბრალდებას, თითქოს სამხედროებს ბინები ნეპოტიზმით გადასცეს.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, გაავრცელა ვიდეომიმართვა, ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი მოსამსახურეები და ვეტერანები იყვნენ.
მან ამ მიმართვაში თქვა, რომ საქართველო გადასარჩენია, ბიძინა ივანიშვილს განადგურებული და სუსტი ქვეყანა სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება.