16 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც ამ საქმით იყვნენ ან არიან დაკავებულები, არიან უკანონობის ჩამდენი ამორალური მანიაკები - დავით კირკიტაძე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იმაზე ბევრად მეტ მანკიერებას სჩადის, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აბსოლუტურად ყველას უსმენს. 

"ეს ადამიანები არათუ ასრულებენ იმ მანკიერებებს, რაც იყო ჩვენს დროს, არამედ ეს გააათმაგეს, გააასკეცეს და დღეს აბსოლუტურად ყველას უსმენენ უკანონოდ და ცდილობენ პირადი სივრცე დაურღვიონ აბსოლუტურად ყველას. პირველ რიგში, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას აკეთებს, ეს უნდა იცოდეს ძალიან კარგად, მეორეც - ის ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს, ვის დროს იყო ეს, რომლებიც ამ საქმით ან იყვნენ, ან არიან დაკავებულები, არიან უკანონობის ჩამდენი, ამორალური მანიაკები,"- განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

დღის ამბები