ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, მე-8 ლეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც მმართველი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს.
დავით სერგეენკომ კახაბერ ლაბუჩიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კანდიდატისადმი ნდობით არის განწყობილი.