არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წინასაარჩევნო პერიოდი კვლავ ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან უკანონოდ ხდება ადამიანების მოსმენა და წინასაარჩევნოდ სპეციალურად ცდილობენ ეს ქმედება ოპოზიციას გადააბრალონ.
"მძვინვარებს დაპირისპირების და ანგარიშსწორების ფონი ქვეყანაში და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ, "მესამე ძალა და სტრატეგია აღმაშენებელი" ხალხს ვთავაზობთ გაერთიანებას - დავასრულოთ ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, მოსმენები, ის უამრავი უკანონობა, რაც ქვეყანაშია. სხვა შემთხვევაში, ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ისინი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას სწორედ ამ გზით უნდა გაეცეს პასუხი.
"ჟონავს ბევრი რამე, მაგრამ აუცილებელია არა სიმართლე იყოს. საკმაოდ მწვავეა პოლიტიკურ ველზე დაპირისპირება, პროვოკაციული განცხადებები. სწორი გადაწყვეტილებაა გამოძიების დაწყება ამ საკითხზე და საჭიროა გამოძიების მიმდინარეობაზე კონტროლი,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი.