საარჩევნო კამპანიას აგრძელებს "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი". გაერთიანების ლიდერები დღეს კახეთში იმყოფებოდნენ სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაგოდეხის მერობის კანდიდატი წარადგინეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწორედ მესამე ძალას აქვს რესურსი, მოსახლეობას რეგიონში პრობლემები მოუგვაროს.