"ეურაქტივის" საქართველოზე დაწერილ სტატიაში წარმატებულად არის შეფასებული საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც ხელი შეუწყო მშვიდობის დამყარებას.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა დიალოგს, ადგილზე რეალური „საქმე“ მაინც მეზობელი ქვეყნის - საქართველოს - მიერ გაკეთდა. ღარიბაშვილის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციით ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებას და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას. ამ კონფლიქტში მისი დიპლომატიური ჩარევის მიღმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილშიც იღვწოდა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ქაბულის აეროპორტში მყოფი პირებისთვის სასმელი წყლის გაგზავნის შესახებ.