პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ჭიჭინაძე წარადგინა და მოსახლეობას "წარმატებული საბურთალოს" 10 პუნქტიანი ხედვა გააცნო.
პროექტი ითვალისწინებს საბურთალოს ყველა უბანში მწვანე სივრცეებს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, უსაფრთხო გზებს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, აუტისტური სპექტრისა და სხვათა დაფინანსების გაზრდას.