16 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ზუსტად ვიცი, სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა და თუ თავისი ფეხით ჩამოვა უკეთესია - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ უკრაინულ მხარეს მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილსაც ასე მოუწევს ექსტრადირებით საქართველოში ჩამოსვლა.

"ასეთი "პოლიტიკური დევნილები" ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", ასე არის ალბათ დათა ახალაია პოლიტიკური დევნილი, მეგის ქარდავაც ასეთი პოლიტიკური დევნილი იყო, ალბათ ბატონი სააკაშვილიც პოლიტიკური დევნილია, მაგრამ ზუსტად ვიცი, მასაც ასეთნაირად მოუწევს აქ ექსტრადირებით ჩამოსვლა. თუკი თავისი ფეხით ჩამოვა, მთლად უკეთესი, გაგვიადვილებს პროცედურებს. თუ ვინმე მართალია, აქ არის სასამართლო და იდავოს. აქ იყო ცალსახა არგუმენტები, მთელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა და მე მინდა შესაბამის სტურქტურებს უკრაინაში მადლობა გადავუხადო," - განაცხადა ირალი ზარქუამ. 

შეგახსნებთ, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა. ის უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და მალე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

დღის ამბები