16 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
პირველი პრეცედენტი შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა საქართველომ შეძლო წარმატებული მედიაცია - ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ ჰუმანიტარული აქტის შესახებ საუბრობს, რომლის დროსაც ქართული მხარის შუამავლობით, სომეხი ტყვეების გათავისუფლება მოხდა და რომლებიც საკუთარ ოჯახებს თბილისის გავლით დაუბრუნდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი იმ გაწეულ სამუშაოს იხსენებს, რომელიც ორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დროს მიმდინარეობდა. 

"პირველი გეტყვით, რომ ეს იყო აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა, იმიტომ, რომ ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ, აზერბაიჯანელებს ჰყავთ ბრძენი ლიდერი, რომელიც ზრუნავს საკუთარი ქვეყნის განვითარებასა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე. მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა.

შემდეგ ჩავედი ერევანში, ბატონ ფაშინიანთან, ასევე მის მიმართაც მინდა, რომ პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამომიცხადა. ნდობაზე დაეფუძნა ეს ყველაფერი, სპონტანურად განვითარდა ეს იდეა, იმიტომ, რომ მოვისმინე ორივე მხარისგან პრობლემა, რომელიც მათ წინაშე არსებობდა. ერთის მხრივ იყო რუკების პრობლემა და მეორეს მხრივ იყო ტყვიების პრობლემა და ავიღე ეს ინიციატივა და შემდეგ მე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც მქონდა საუბარი, ჩემი ინიციატივით მოხდა მათი ჩართულობაც.

მე მადლიერი და მოხარული ვარ, რომ პირველი პრეცედენტი შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველომ შესძლო წარმატებული მედიაცია და შუამავლის როლი შეასრულა ორ ქვეყანას შორის.

მთელი მაისი ვიმუშავეთ, არაერთი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან. ბოლოს იყო ღამის 2 საათამდე ჩემი საუბარი ორივე ლიდერთან და მადლობა მათ, რომ ეს ნდობა გაჩნდა და ეს შეთანხმება შედგა. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები