16 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგა ბოკერიამ კახეთის რეგიონში პარტიული სიის წევრები წარადგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში კახეთის რეგიონში პარტიული სიის წევრები და საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, კეხეთის გუნდი დაკომპლექტებულია პარტიის გამოცდილი თანამებრძოლებით და ენერგიული ახალგაზრდებით, რომლებსაც სჯერათ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და თავისუფლებისთვის.

პარტიის სიის წევრებმა გურჯაანში ადგილობრივების პრობლემებსა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

"ევროპული საქართველოს" სიის პირველი ნომრების სია კახეთში ასე გამოიყურება:

გურჯაანი - ვასილ უტიაშვილი

ლაგოდეხის - გიორგი ენუქიძე

თელავი - ლელა მენთეშაშვილი

დედოფლისწყარო - ნოშრევან ნატროშვილი

სიღნაღი - ნინო ღლიღვაშვილი

საგარეჯო - ამირან სონიშვილი

ყვარელი - ანა ინასარიძე

ახმეტა - დავით ბუჭყურაშვილი

დღის ამბები