პარტიის, "ანა დოლიძე-ხალხისთვის", ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
ინიციატივა ქალაქში მიწების მართვასა და განკარგვას გულისხმობს. ანა დოლიძის თქმით, სადაც რეკრეაციული სივრცე უნდა იყოს, კორპუსები შენდება, რაც დაუშვებელია.
"იმ ადგილებში, სადაც, წესით, რეკრეაციული სივრცე უნდა იყოს, შენდება კორპუსები, არის განპირობებული მიწის კანონმდებლობით, რომელიც საშუალებას აძლევს მერიას და საკრებულოს თვითნებურად, ხშირად, შესაბამისი გარიგების მიხედვით გაასხვისოს საჯარო საკუთრებაში მყოფი მიწა. ჩვენ დღეს როგორც პარტია, რომელსაც გვაინტერესებს მხოლოდ საქმე, წარვადგენთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღება აღარ შეეძლება თბილისის მერიას,"- აცხადებს ანა დოლიძე.