დემეტრე თავდადებულის 14ა-ში მცხოვრები მოსახლეობა პარტია "ლელოსთან" ერთად სარეკრეაციო სივრცეში სტადიონის აშენებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, მერიამ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება მათ სარეკრეაციო სივრცეში ააშენოს უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, თუმცა მოსახლეობის განმარტებით, ეს მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე იქნება გათვლილი.
"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში მსგავსი გადაწყვეტილებები ხალხთან იქნება შეთანხმებული.