16 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, "კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ" - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა. წულუკიანის შეფასებით, ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია.

"რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ევროკავშირის ოფისთან იყო, თუ არ ვცდები. აქ რა შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია, ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია "ქართულ ოცნებასთან". აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე ვარ მისი გუნდის წევრი და არა მხოლოდ მისი საჯარო აქტივობებს, საჯარო განცხადებებს ასევე ვაკვირდები, ვხედავ როგორც შტაბის უფროსს, როგორ მუშაობს ის და მინდა ვთქვა, რომ რეალურად ის არის ფრონტის წინა ხაზზე," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე იღებს ყველა იმ დარტყმას, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, მარტო იმისთვის, რომ მუშაობს, მაშინ, როდესაც სხვა პარტიები არ არიან სრულფასოვნად საარჩევნო ველზე.

დღის ამბები