წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის განხორციელებასაც ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.
კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.