16 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
ან ვირჩევთ ივანიშვილის რუსულ ჭაობს, ან ვირჩევთ საქართველოს ევროპულ განვითარებას - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ქვეყანას ევროპული მომავალი ვერ ექნება.

"ის არჩევნები, რომელიც 8 დღეში გვიახლოვდება, პასუხს გასცემს არა იმაზე, რომელიღაცა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ვინ იქნება  მერი და ა.შ. არამედ პასუხს გასცემს მთავარ შეკითხვაზე - გვინდა თუ არა ჩვენ ევროპული მომავალი, თუ გვინდა გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ევროკაშირს უტიფრად ეუბნება, რომ არ სჭირდება მისი სესხი. ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ მართლაც რეფერენდუმი გვიახლოვდება და ეს არჩევანი არის ცივილიზაციური არჩევანი. 

ან ვირჩევთ ივანიშვილის რუსულ ჭაობს, ან ვირჩევთ საქართველოს ევროპულ განვითარებას," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა "დღის კურიერის" ეთერში.

ამასთან, წიკლაური არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაიძაბოს.

ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, შესაბამისად მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პოლიტიკური პარტიები ცივილურ გზებს გამოიყენებენ, რომ შედეგი მათთვის მისაღები იყოს.

 

 

დღის ამბები