"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს პულსი აღარ ესინჯებათ.
"მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა, იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე-ქართველ ხალხთან.
პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა ევროპაში როგორც პოლიტ-დევნილებს, საიდანაც ენამზე, მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან.
P.S სხვათა შორის 2012 წელს ივანიშვილის ხავერდოვანი მოსვლა გამოიწვია სწორად მაშინდელი პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ოლიგარქის შეკვეთითაც დაასუსტა და გააბანძა. თუ ექსპრეზიდენტს დღესაც უხარია უპულსო, არა მრავალპარტიული გარემო, ეს ნიშნავს, რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა, რაც ძნელი დასაჯერებელია," - წერს შალვა ნათელაშვილი.