16 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"ერთ საათიანი შეხვედრა ჰქონდა მელიას ევროკავშირის ოფისში და 3 საათი გაუგრძელდა, იმიტომ, რომ 2 საათი იმალებოდა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"კაცი გადმოვიდა შეურაცხყოფაზე და ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, იყო სიტყვიერი პასუხის გაცემა. სხვა შემთხვევაშიც იგივე ხდება ხოლმე, არის პროვოკაციები - ეს მოხდა ქარელში, ბათუმში და ხელვაჩაურში. ყველა შემთხვევაში იყო ჩვენების მხრიდან ღირსეული პასუხი, სამწუხაროდ, დმანისში იყო ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ძალიან სამწუხარო და მძიმე შემთხვევა მოხდა.

გუშინ ნიკანორ მელიამ რაც იკადრა, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, მოვიდა, შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, ერთადერთი, გავეცი სიტყვიერი პასუხი.

ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონდა ნიკანორ მელიას ევროკავშირის ოფისში და შეხვედრა მას 3 საათი გაუგრძელდა, იმიტომ, რომ 2 საათი იმალებოდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

 
დღის ამბები