16 ნოემბერი 2024,   20:04
ვრცლად
8 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე - კანდიდატებს ამომრჩევლის დასარწმუნებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ 

8 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე - ვიდრე ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ვინ შემოხაზოს ბიულეტენზე 2 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობენ. ოპოზიცია და ხელისუფლება მხარდამჭერებს პროგრამებს აცნობენ, ისმენენ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობენ. მერებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩევლის დასარწმუნებლად ერთი კვირა რჩებათ.

დღეს ფოთის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი მალთაყვაში ჩავიდა. გიგი უგულავა გურიის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და ადგილობრივებს ფოთის განვითარების გეგმა გააცნო.

პარტიული სიის წევრები და საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა კახეთში "ევროპულმა საქართველომ". პარტიული სიის წევრებმა ადგილობრივების პრობლემებსა და ორი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სტეფანწმინდაში ჩავიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. თეა წულუკიანი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრებზე  მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება. 2 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანია უფრო აქტიური ხდება.

დღის ამბები