16 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
"ამბიციური ქართველი პოლიტიკოსების ერთად შეყრა და ჯდომა ალბათ არის ისტორიული მიღწევა, რაშიც პატარა წვლილი მაქვს შეტანილი" - შალვა ნათელაშვილი 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიების ერთობაზე  და იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც პარტიები საკონსულტაციოდ ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ. როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა ფაქტი, რომ ამდენი განსხვავებული შეხედულების მქონე პარტია ერთად დამსხდარიყოს და ამაში წვლილი მასაც მიუძღვის. 

"საქართველოს ისტორიაში ამდენი განსხვავებული შეხედულების და იდეის მატარებელი პარტია ერთად არ დამჯდარა არასოდეს. პირველი შემთხვევა იყო, რომ წელიწადზე მეტი ერთად ვიჯექით და ეს უკვე შევა ძალიან დიდ პოლიტიკურ კაპიტალად ქართული პოლიტიკის ფონდში და რაც მთავარია, გამოცდილება დაგროვდა თანამშრომლობის, ურთიერთქმედების და მომავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის უბრწყინვალესი სქემა შეიქმნა. ამდენად, ერთი წელი ამბიციური ქართველი პოლიტიკოსების ერთად შეყრა და ჯდომა ალბათ არის ისტორიული მიღწევა, რაშიც პატარა წვლილი მაქვს შეტანილი," - ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

მისივე თქმით, გული წყდება ოპოზიციონერი კოლეგების ერთიანობა რომ ვერ შეინარჩუნა. 

"ძალიან მეწყინა, იმიტომ, რომ თან საქმე მიყვანილი იყო ბოლომდე, სადღაც მაისის ბოლოს უკვე ბლინკენი აქაც ჩამოდიოდა ამ თემაზე და უკვე ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი წყდებოდა და სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილებები, შევარდნენ პარლამენტში და ხო სხედან იქ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

დღის ამბები