16 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
სამხრეთ კავკასიის სამეზობლო და ახალი სამშვიდობო ფორმატი - პრემიერის ინიციატივა გაეროს ტრიბუნიდან

საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და ახალი ფორმატის შეთავაზება, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას უკავშირდება - "სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა" საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ამ მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები. მასში ჩაერთვებიან როგორც ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

ამ ფორმით, პრემიერ-მინისტრი გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივასაც გამოეხმაურა. პრემიერმა ნიუ-იორკში განმარტა, რომ საქართველოს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტის ისტორიული ფუნქცია გააჩნია.

რა რეაქცია მოჰყვება საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას რეგიონის ქვეყნებიდან, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მალე გაირკვევა ისიც, რამდენად მაღალი იქნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული იდეის მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

დღის ამბები