16 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ჩაატაროს მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები - პრემიერი 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ 2 ოქტომბერს არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნებზე პროცესში ჩაასართავად.

"აპრილის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, წერილი ეუთოს და ოდირს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის. ამას გარდა მოგეხსენებათ, რომ ჩართულნი არიან NDI, IRI-ს ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში იმისთვის, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, მათ (დამკვირვებლების) რეკომენდაციებს მოვუსმენთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

დღის ამბები