16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
2008 წლის ომის შემდგომ მიღებული რეზოლუცია და სადაო მე-5 პუნქტი - საკითხზე ენმ-სა და "ოცნებას" შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

2008 წლის ომის შემდგომ მიღებული რეზოლუცია და სადაო მე-5 პუნქტი, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა. საკითხი აქტუალური გუშინ "ღამის კურიერში" გიგა ბოკერიას ინტერვიუს შემდეგ გახდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მოღალატეობრივი განცხადებები პირველად არ ესმით. მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პირველმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო ეს ბიძინა ივანიშვილი იყო.

"ჩვენ ეს პირველად არ მოგვისმენია და მათი მოღალატეობრივი განცხადებები ყოველდღიურად ჩვენთვის ნათელია. ჩვენ ვიცით ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პირველმა განაცხადა, რომ ომი დაიწყო საქართველომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვიცით მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ომი დაიწყო საქართველომ და დღეს "ქართული ოცნების" მხრიდან მასეთი განცხადებების მოსმენა ცოტა უხერხულია," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება იყო. თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქართულმა მხარემ "ყველაფერი ვერ გაიტანა" და დოკუმენტში ჩაიწერა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს მხრიდან მოხდა მოვლენების ესკალაცია. 

გიგა ბოკერიას განცხადებას ასევე "ღამის კურიერში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ბოკერიას განცხადებას ტყუილი უწოდა.

დღის ამბები