"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მას მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა ვიდეოზარი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა იმავე ლოკაციიდან განახორციელა, რაც მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა.
"მქონდა კონტაქტი, გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეოზარი, შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს. იქ, სადაც ნახეთ ვიდეოში ლოკაცია, იგივე იყო ის ლოკაცია, საიდანაც მე დამიკავშირდა.
არ ვიცი რითი ჩამოვიდა, ჩამოვიდა და აქ არის. ყველა თავმოყვარე პატრიოტმა უნდა დაცვას მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ გარწმუნებთ, ამის აუცილებლობა არ დადგება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ეკა ხერხეულიძე.