მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სამართალდამცველებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ბექა ბასილაიას განცხადებით, ექს-პრეზიდენტის დაკავების დროს, პოლიციამ სამართლებრივი ნორმები დაარღვია.
ის ასევე ამბობს, რომ საქმეები, რომელზეც მე-3 პრეზიდენტი დააკავეს, აბსოლუტურად შეკერილია.
"სამართლებრივად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ და ეს ძალიან დიდი დარღვევაა, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და როგორც პოლიტიზირებულად მიიღეს გადაწყვეტილება მიშას სამართლებრივი დევნის შესახებ, ასე პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ამ დევნის დასრულების თაობაზე.
სააკაშვილის საქმეები აბსოლუტურად შეკერილია და მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.