"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლას მოითხოვს.
"ვითხოვ შეფერხების გარეშე შემიშვან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ჩემს მეგობართან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მის მიმართ, მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, სხვისთვის ალბათ ვიღაც სხვა, მაგრამ ამ წუთში ამას მნიშვნელობა არ აქვს,"- აცხადებს ნიკა გვარამია.