16 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
კახა კუჭავამ ხმის მიცემის დროს აგიტაციის წესი დაარღვია - ცესკო

ცენტალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის დროს აგიტაციის წესი დაარღვია.

როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.

"როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები