16 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
სააკაშვილის საქმე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წარსულზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და იმედოვნებს, რომ არჩევნების მერე პოლიტიკური ლიდერები ისეთ საკითხებზე დაიწყებენ მუშაობას, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს.

რაც შეეხება სააკაშვილს, კელი დეგნანი ამბობს, რომ აღნიშნული საქმე საქართველოს მართლმსაჯულებისთვის და სასამართლოსთვის ტესტი იქნება.

"გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ, მოგეხსენებათ, არჩევნები არის პერიოდი, როცა ყველასათვის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება კოვიდი, ეკონომიკა, გაზრდილი ფასები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ.

საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს პროცესი და საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, იმედი გვაქვს, ეს ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი იქნება," - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები