"ნაციონალურ მოძრაობაში" საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ ისაუბრეს. ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა დარღვევები. მან შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
ქუთაისში, 37-ე უბანზე ჩვენმა წევრებმა დაიჭირეს კომისიის წევრი, აფილირებული "ქართულ ოცნებასთან", რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა ყუთში. 124-ე უბანზე არის წინასწარ შევსებული ოქმი. შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, რომელიც აქტიურ თანამშრომლობაშია "ქართული ოცნების" კოორდინატორებთან და მათ შორის, მეთვალყურეობს 124-ე უბანს.
რასაც თქვენ აკეთებთ, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მიაქციონ ამ ადამიანს ყურადღება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.