16 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად მმართველობაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტი კოალიციური იქნება - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა დედაქალაქში წააგო და საკრებულოში ოპოზიციამ მოიგო.

ამასთან, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ცენტრი - დედაქალაქი პირწმინდად წააგო. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული.

ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი კოალიციურ მმართველობაში იქნება. ახლა მთავარია, რომ თითოეული ხმა დავიცვათ, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას მანიპულაციის," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები