საკუთარ საარჩევნო უბანზეც და პოლიტიკურ ლიდერებს შორისაც პარლამენტის თავმჯდომარე პირველი იყო, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა. საარჩევნო უბნის გახსნიდან მალევე მივიდა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად პრემიერ-მინისტრიც. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედიასთან საკუთარ არჩევანსა და საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღის პირველ ნახევარში გამოცხადდნენ უბნებზე ოპოზიციონერი ლიდერებიც, რომლებმაც საკუთარი არჩევანი როგორც თავად თქვეს ცვლილებების აუცილებლობას დაუკავშირეს.
დილიდან აქტიურობდნენ მმართველი პარტიის ლიდერებიც.
"ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ ხმა სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას მისცეს.
მთელი დღის განმვლობაში ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ სხვა პარტიების ხელმძღვანელებიც.
დღევანდელი არჩევნები, რომ დიდ მნიშვნელობას ატარებს, ამაზე ყველა ის პოლიტიკოსი საუბრობდა, რომელმაც ეს საკუთარი ხმის უფლების გამოყენებით დაადასტურა.
ქვეყნის პერსპექტივასა და კონკრეტული პოლიტიკური ძალის უპირატესობებზე გააკეთეს აქცენტი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათთვის სასურველი საარჩევნო ნომრის შემოხაზვის შემდეგ.