დღეს საზოგადოება 64-ი ქალაქის პირველ პირს ირჩევს - მერი პირველად პირდაპირი წესით, ისე როგორც ახლა, 2010 წელს აირჩიეს.
ბოლო ათწლეულების თბილისის და მისი პირველი პირების მოკლე ისტორია კი ასეთია:
მერის ინსტიტუტი ქართულ პოლიტიკაში პოსტ საბჭოთა საქართველოში შემოვიდა - ამის შემდეგ ქალაქის სათავეში დანიშნული და არჩეული მერები დგანან. ბოლო 30 წლის განმავლობაში დედაქალაქს 10-ზე მეტი სხვადასხვა პარტიის, ინტერესების, განათლების და პროფესიის ადამიანი მართავდა.
საბჭოთა კავშირის დროს, დედაქალაქის სათავეში ე.წ. თბილისის რევოლუციური კომიტეტის და საქალაქო საბჭოს აღმასკომი იდგა, რომლის ხელმძღვანელიც მერის ფუნქციას ასრულებდა.
1987 წლიდან ის იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი. 1991 წლის 12 აგვისტოს კი, გამსახურდიას მიერ ქალაქის მერად დაინიშნა.
ანდრიაძის სახელს უკავშირდება ერეკლე მეორეს ქუჩის აღდგენა, თბილისის რკინიგზის კომპლექსისა და დიღომში საავადმყოფოების კომპლექსის მშენებლობა. ასევე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი კორპუსები ბაგების ტერიტორიაზე.
მისი მოღვაწეობის დროს ჩაეყარა საფუძველი სამების საკათედრო ტაძარს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისის პირველი მერი თამაზ ვაშაძე გადა. ის 1991 წლის 2 ოქტომბრიდან, 1992 წლის 6 იანვრამდე მართავს დედაქალაქს. თამაზ ვაშაძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობიდან გახლდათ.
პროფესიით მშენებელი, 1991 წლის სტიქიის დროს, პირადად ხელმძღვანელობდა სარეაბილიტაციო შტაბს და სამშენებლო სამუშაოებს. მასვე მოუწია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაც.
1992 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 21 იანვრამდე საქართველოს დედაქალაქის მერის პოზიციას ოთარ ლითანიშვილი იკავებს. ლითანიშვილი ჯერ იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი, შემდეგ კი, თბილისის მთავარი მხატვარი. მერობის შემდეგ, 1996 წლიდან ის, თბილისის აღორძინების ფონდს ხელმძღვანელობს. თბილისსა და სოხუმშიც, მისი ავტორობით, არაერთი არქიტექტურული პროექტია შექმნილი. ოთარ ლითანიშვილი არის ვაკის პარკში დიდების მემორიალის ერთ-ერთი ავტორი.
1993 წელს რამდენიმე თვით, თბილისის მერი კოტე გაბაშვილი ხდება. მისი მმართველობა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს, აფხაზეთის ომს ემთხვევა. ე.წ. შეიარაღებული დედაქალაქის მერი მოგვიანებით, შევარდნაძეს აფხაზეთში გაჰყვა და მოღვაწეობა სოხუმში განაგრძო.
გაბაშვილი ნიკო ლეკიშვილმა შეცვალა. ლეკიშვილი თბილისს 1993 წლის 16 ოქტომბრიდან, 1995 წლის 8 დეკემბრამდე მართავდა. მას მემკვიდრეობით ომის შემდგომი თბილისი ერგო. მისი მმართველობის დროს, დღის წესრიგში დადგა ქალაქის მოვლის საკითხი, რისი საშუალებაც მის წინამორბედებს კონფლიქტების გამო არ ქონდათ. ამავე პერიოდს უკავშირდება ქალაქის მმართველობაში კორუფციის არსებობის პრობლემა. მერობის შემდეგ იყო სახელმწიფო მინისტრი. 2019 წელს კი ნიკო ლეკიშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.
1995 წლის 8 დეკემბრიდან ლეკიშვილს ბადრი შოშიტაიშვილი ანაცვლებს და ამ თანამდებობას 1998 წლის 8 აგვისტომდე ინარჩუნებს.
მისი მერობის პერიოდი ერთის მხრივ დაემთხვა ენერგობლოკადას, მეორეს მხრივ კი ქალაქში ახალი სამუშაოების დაწყებისთვის კარგ პირობებს. ქალაქი აღმავლობის გზაზე დგას და თავისდაუნებურად, ომის შემდგომი დეპრესიიდან უწევს გამოსვლა.
1998 წლის აგვისტოდან ქალაქის სათავეში ივანე ზოდელავა მოდის. მისი მერობა 2004 წლამდე გრძელდება. შევარდნაძის გუნდის წევრმა ვარდების რევოლუციის შემდეგ, თანამდებობა და საქართველოც დატოვა. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პირველი მერი იყო.
2013 წლის 22 დეკემბრიდან მერის მოვალეობას რამდენიმე თვით სევდია უგრეხელიძე ასრულებს. ჯერ ჯერობით ის ქალაქის ისტორიაში, ერთადერთი ქალი მერია.
2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია იმარჯვებს. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ამ თანამდებობაზე არჩევას თბილისელების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - ყველაზე რთული გამოწვევა ქალაქის მერისთვის 13 ივნისის სტიქია იყო.
თვითმმართველობის მორიგი არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
თბილისში კი პირველივე ტურში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კახა კახალაძემ გაიმარჯვა.
საარჩევნო მარათონში მაშინ, ხმები ასე გადანაწილდა: 51.09 % კახა კალაძე; 17.49 % ალეკო ელისაშვილი, 16.53- ზაალ უდუმაშვილი.
კახა კალაძე ახლაც თბილისის მერობის კანდიდატია და კენჭს მეორე ვადით იყრის.
წელს თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქი მერს მეოთხედ აირჩევს. თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
ვინ გახდება საქართველოს დედაქალაქის მე-4, არჩეული მერი? თბილისმა საკუთარი არჩევანი დღეს გააკეთა. მოსახლეობა შედეგების მოლოდინშია.