24 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა არჩევნების მეორე ტურის შესახებ საუბრობს

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ არჩევნების მეორე ტური დააანონსა. 

"თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს. რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, რაც გვაქვს, გვექნება მეორე ტური.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, დანარჩენი დამოკიდებულია როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, მინდა ისინი გავამხნევო აქედან. ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, ჩვენ უნდა დავდოთ მეორე ტური, რაც ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებამდე არის ძალიან პატარა ნაბიჯი დარჩენილი, იმიტომ, რომ მთელ საქართველოში ოპოზიცია ლიდერობს და შესაბამისად ეს შედეგი დადებული იქნება სულ მალე, მას შემდეგ, როდესაც დამთავრდება დათვლის პროცესი, ამიტომ მინდა მივულოცო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის აქ, ფოთში" - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები