ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში ფოთში ამომრჩეველთა 51%მა მიიღო მონაწილეობა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტიურობა პროცენტულობით გაზრდილია.
"20:00 საათის მონაცემებით არის 21 353 ამომრჩეველი. ეს არის 52,01%. წინა არჩევნებზე 49,2% დაფიქსირდა, ამიტომ ახლა შედარებით ცოტათი მეტია პროცენტულობა. რაც შეეხება საჩივრებს, 8 საჩივარია შემოსული, აქედან ძირითადი არის პროცედურული დარღვევა, ერთში ნათქვამია, რომ ბიულეტენების დათვლამდე არ მოხდა დოკუმენტაციის დალუქვა. ამ საჩივრებზე იმსჯელებს საოლქო საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის რეაგირებას," - განაცხადა #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.