"ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
პაპუაშვილმა ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია დამარცხებას უნდა შეეგუონ.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მაღალი აქტივობა აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობას არჩევნების მიმართ აქვს ნდობა.
მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, 10 000 წევრი იყო ამ სამუშაოში ჩართული. მათ წინ კიდევ რამოდენიმე საათი აქვთ სამუშაო და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ კარგი სამუშაო გარემო.
დღის მანძილზე დაფიქსირდა სულ 13 ინციდენტი, რომელიც სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია. ენმ-ს მიერ არის მითითებები, რომ ჩაშალონ დათვლის პროცესი. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ სიმშვიდე იქნება დათვლის პროცესში შენარჩუნებული.
ჩვენი ყველას ვალია საარჩევნო კომისიას მივცეთ რამდენიმე საათი რომ მშვიდად წარიმართოს პროცესი. ჩვენ პარალელური დათვლის პირველად შედეგებსაც მალე მოგაწვდით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორც წააგეს, ზოგი რომ ვერც უტყდებოდა თავის თავს, რომ ასეთი დაბალი შედეგი მიიღო იგივე მეორდება.
ნახავენ, რომ ზოგიერთის გაზვიადებული წარმოდგენები და ბოროტი განზრახვები განსაკუთრებით ენმ -სი იქნება ფუჭი ამიტომ ჯობია აქედანვე შეეგუონ დამარცხებას,"- აცხადებს პაპუაშვილი.