16 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ენმ-ში აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ჯამში 60% და მეტი აქვთ მიღებული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მიღებული, დაახლოებით, 60%.

მისი თქმით, ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომ დამკვიდრდეს კოალიციური მმართველობა. 

"დიდ ქალაქებში უკვე მიმდინარეობს დათვლა და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციურ პარტიებს მთლიანობაში.

დაახლოებით, 60% და მეტი ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მიღებული ჯამში, თბილისსა და რეგიონებში, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი და საზოგადოების დაკვეთა, რომ რეალურად კოალიციური მმართველობა უნდა დამკვიდრდეს,"- აცხადებს ბეჟაშვილი.

დღის ამბები