თელავში საარჩევნო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. კახეთში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი აქტივობის კუთხით, თელავი ერთ-ერთი ქალაქია. საკუთარი არჩევანი 51%-ზე მეტმა მოქალქემ დააფიქსირა.
რაც შეეხება დარღვევებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მხოლოდ 5 საჩივარი დაიწერა და ყველა მათგანი ტექნიკური ხასიათის იყო.