ბათუმში რამდენიმე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო, რომელიც ძირითადად საარჩევნო სიებს შეეხებოდა. ზოგადად რეგიონის მასშტაბით კი, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
საოლქო კომისიის ინფორმაციით, დღეს ბათუმის 105 უბანზე, 77 474 ამომრჩეველი მივიდა, რაც მათი თქმით, წინა არჩევნებთან შედარებით, აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ბათუმის საოლქო კომისიაში ამ დროისთვის სულ 34 საჩივარია შესული, ისინი ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.