არჩევნების პროცესი დმანისში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ადგილი ჰქონდა მცირე დარღვევებს თუმცა, როგორც ადგილობრივ საარჩევნო საოლქო კომისიაში განმარტავენ, გამოვლენილი ხარვეზები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს. ჯამში სულ ხუთი საჩივარია დაწერილი და ხუთივე პროცედურულ დარღვევას ეხება.
დმანისის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 8 საათზე დაიხურა რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.