16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს" - ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი Twitter-ის გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნებაზე საუბრობს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ის მუდმივად არის დაკავებული უკრაინის მოქალაქეების დაბრუნების საკითხით და ამიტომ თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტიტუციებთან მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე.

"მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩი, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ასევე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე - ჩვენ ყველა ვიმუშავებთ ამაზე," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები