აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა.
"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს მათი აქტიურობისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერით ჩვენ უკვე მერვეჯერ მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ამომრჩეველმა, ქართველმა ხალხმა ამ ქვეყნის მართვის მანდატი კიდევ ერთხელ გვანდო.
პირველივე ტურებში აჭარაში 4 მუნიციპალიტეტში ჩვენი მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ორ მუნიციპალიტეტში იგეგმება მეორე ტურები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერების წყალობით მოვახდენთ მობილიზებას.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს, როგორც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.