პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" განცხადებით, არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. პარტიის ლიდერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კონკრეტული ფაქტები წარადგინა და ამტკიცებს, რომ შემაჯამებელ ოქმებში ხმები არაზუსტადაა დათვლილი.
"პარტიამ წარადგინა დაახლოებით 30 საჩივარი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვითხოვთ ყუთების გახსნას, ხმების გადათვლას. ყველა საჩივარზე წავალთ სასამართლოში, მაგრამ ეს შემთხვევა კონკრეტულად მოიცავს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
34-ე საარჩევნო უბანზე ხმები აქვს მიღებული მაჟორიტარობის კანდიდატ სერგო ლომიძეს, ხმები მაქვს მიღებული მერობის კანდიდატს, ხოლო პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის" გრაფა არის ცარიელი," - განაცხადა ანა დოლიძემ.