სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარემ არჩევნების დღე შეაფასა. ნინო დოლიძემ იმ დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ISFED-ის დამკვირვებლებმა და მობილურმა ჯგუფებმა დააფიქსირეს.
პარალელური დათვლის შედეგები თითქმის იდენტურია ცესკოს მონაცემების. პარალელური დათვლით, "ქართულ ოცნებას" აქვს 47.8 %, "ნაციონალურ მოძრაობას" 32,2%. გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" 8,2 %.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა შემთხვევები სხვადასხვა უბნებზე, ერთიანი მასშტაბით რომ შევაფასოთ, პროცედურები უბნის შიგნით მეტ-ნაკლებად კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა და ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ და პრობლემური მოგვეჩვენა უბნის გარე პერიმეტრები. პრობლემა იყო საკმაოდ დიდ პროცენტზე, ეს მობილიზება, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები და აღრიცხვა ამომრჩევლის, რომელიც ზეწოლად აღიქმება.
მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც უბნის გარე პერიმეტრებზე იყო დარღვევები. 60%-ზე უბნების მობილიზებული იყო, ანუ გარეთ იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი. ამ ეტაპისთვის, სამართლიან არჩევნებს სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილი აქვს 260-მდე საჩივარი და 60 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში,“ - აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.