16 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
კონკურენტუნარიანი გარემო და კარგი ადმინისტრირება - როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები თვითმმართველობის არჩევნებს

ადგილობრივი არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და  კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა - ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისია შეფასებაში ამბობს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებმა შეძლეს კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში.

არის კრიტიკაც, სადამკვირვებლო მისიები საუბრობენ დარღვევებზეც და პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე.

სანამ საბოლოო შეფასება დაიდება, დამკვირვებლები ამბობენ, რომ  რაიმე მკვეთრი ხარვეზი, რომელმაც, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს, არ დაუფიქსირებიათ.

დღის ამბები