16 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
არჩევნები 2021 - 64 ოლქიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები მერებს ირჩევენ, 44-ში მეორე ტურის საჭიროება აღარ არის

64 ოლქიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები მერებს ირჩევენ, 44-ში მეორე ტურის საჭიროება აღარ არის. 44-ვე ოლქში არჩევნები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიგეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთში არჩევნების შედეგებზე საუბრობს და ყვება, რომ ეს რეგიონი ერთ-ერთია იმ ოლქებს შორის, სადაც "ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ბორჯომში "ქართული ოცნების" კანდიდატმა 68.4, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა 31.6 პროცენტი მიიღო. თითქმის ანალოგიური სხვაობით გაიმარჯვეს "ოცნების" სხვა კანდიდატებმა ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ახალქალაქში.

მეორე ტური არ ჩატარდება კახეთის რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტში, თელავის გარდა. დანარჩენ ყველა ქალაქში 2 ოქტომბერს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული იყო ქვემო ქართლში, სადაც არჩვენების დღესაც არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა ეს რეგიონი ერთ-ერთია, სადაც მეორე ტური აღარ გაიმართება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებით, თითქმის ყველა ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემები ამ ოლქში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებისთვის არასანდოა და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ცესკოს საბოლოო შედეგებით, მეორე ტური არ იქნება არც მცხეთა-მთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში - მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი - ამ ქალაქებში ყველგან მმართველი გუნდის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამარჯვებული მერები გეგმებზე უკვე საუბრობენ.

50 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს და მეორე ტური აღარ ჩატარდება გორსა და კასპში, ამ ქალაქებშიც მერები მმართველი გუნდიდან იქნებიან.

"ქართული ოცნების" კანდიდატებს უპირატესობა აქვთ იმერეთის რეგიონშიც. 12-დან 7 საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. მეორე ტური არ ჩატარდება ზესტაფონში, ვანში, სამტრედიაში, ჭიათურაში, ხონში, ტყიბულსა და საჩხერეში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ კანდიდატს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს, ხმების 89,79 პროცენტი.

მეორე ტური არ ჩატარდება აჭარის 4 საარჩევნო ოლქში, ქედაში - შაუხევში, ხულოსა და ქობულეთში. აქაც მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. განმეორებით არჩევნები არც ლანჩხუთში და ჩოხატაურში გაიმართება. "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს პირველივე ტურში ონში, ამბროლაურსა და ლენტეხშიც, გუშინვე გაირკვა მმართველი გუნდის მაღალი შედეგები მესტიის ოლქში.

სამეგრელოში ერთადერთი ოლქი აბაშაა, სადაც პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატის უპირატესობა დაფიქსირდა. ყველა დანარჩენ ოლქში მეორე ტური იქნება.

დღის ამბები