18 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
ბრძოლა თბილისის მერობისთვის გრძელდება - დედაქალაქის პირველ პირს თბილისელები ახლა უკვე 30 ოქტომბერს, მეორე ტურში აირჩევენ

თბილისში მერობის ორივე კანდიდატმა გამარჯვება ჯერ კიდევ გუშინ იზეიმა, თუმცა უკვე დღეს, როდესაც მეორე ტურის საკითხი ოფიციალურად დაზუსტებულია, ისინი ერთი თვის შემდეგ საბოლოო გამარჯვებისთვის იწყებენ მზადებას.

კახა კალაძემ რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, რამაც პირველ ტურში გამარჯვებაში ხელი შეუშალა, ის შემდეგი ეტაპისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. რაც შეეხება ნიკა მელიას - მის პარტიაში ოპოზიციის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თავად კანდიდატი კი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის გრძელდება. დედაქალაქის პირველ პირს თბილისელები ახლა უკვე 30 ოქტომბერს, მეორე ტურში აირჩევენ.

დღის ამბები