საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და ადვოკატებთან კონსულტაციას ელოდება.
უფლებადამცველები მას ციხეში პირველად ხვალ მოინახულებენ. ადვოკატები, ასევე შეხვდებიან ბინის მესაკუთრეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი.
ადვოკატების შესვლამდე კი, რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტი სპეციალური ნებართვით, კიდევ ერთმა თანაგუნდელმა მოინახულა. ეკა ხერხეულიძემ მას საერთაშორისო გამოხმაურებები გააცნო.